LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსა და ბოკა მარადონას თასზე ითამაშებენ: მატჩი ლეგენდას მიეძღვნება

45
b940ce1d92

„ბარსელონა“ და „ბოკა ხუნიორსი“ ისტორიაში პირველ მარადონას თასზე ითამაშებენ. ეს იქნება ამხანაგური მატჩი, რომელიც უდიადესი არგენტინელის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე გაიმართება.

მატჩი 14 დეკემბერს გაიმართება საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში. ამის შესახებ „ბარსელონას“ ოფიციალური საიტი იტყობინება. თამაშის ადგილია სტადიონი „მრსულ პარკი“, რომელიც 25 ათას მაყურებელს იტევს.

მარადონა „ბოკაში“ 1981/82, ასევე 1995-დან 1997 წლამდე გამოდიოდა. „ბარსას“ რიგებში კი დიეგომ 2 სეზონი გაატარა – 1982-დან 1984 წლამდე.

მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა გულის გაჩერების შედეგად. ორი კვირით ადრე მას ტვინის ოპერაცია გაუკეთეს.

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები