ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი თანდათან დასასრულისკენ მიდის. წუხელ კიდევ გაირკვა რაღაცეები და პლეი-ოფში უკვე გასულ სამ გუნდს (“რეალი”, “სიტი”, ”ზენიტი”) კიდევ ორი დაემატა – “ბარსელონა” და “ბაიერნი”.
E ჯგუფი
“ბარსელონა” მაგარ ფორმაშია. ”რეალის” შემდეგ არც “რომა” დაინდო. ლუის ენრიკეს გუნდმა 6:1 გაიმარჯვა. დაბრუნებულმა ლეო მესიმ დუბლი შეასრულა, ისევე როგორც ლუის სუარესმა.
ლევერკუზენის ”ბაიერი” ”ბატესთან” მარცხს 68-ე წუთზე გადაურჩა.
ბარსელონა – 13 ქულა; რომა – 5; ლევერკუზენი – 5; ბატე – 4.
ბოლო ტური. 9 დეკემბერი:
ლევერკუზენი-ბარსელონა, რომა-ბატე
F ჯგუფი
ლონდონის “არსენალი” ბრძოლას განაგრძობს. ”მეთოფეებმა” 3:0 მოუგეს ზაგრების “დინამოს“, დუბლი შეასრულა ალექსის სანჩესმა. “ბაიერნმა” “ოლიმპიაკოსი” 4:0 გაანადგურა და პლეი-ოფშია.
ბაიერნი – 12 ქულა; ოლიმპიაკოსი – 9; არსენალი – 6; დინამო – 3.
ბოლო ტური. 9 დეკემბერი:
დინამო-ბაიერნი, ოლიმპიაკოსი-არსენალი
G ჯგუფი
კიევის “დინამომ” მოულოდნელად სტუმრად 2:0 დაამარცხა “პორტუ” (გოლები:იარმოლენკო-პენ და გონსალესი) და ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, 10-10 ქულა აქვთ “პორტუსა” და “ჩელსის“. ლონდონელებმა 4:0 აჯობეს “მაკაბის”. გოლები გაიტანეს კეჰილმა, ვილიანმა, ოსკარმა და ბაბამ.
ჩელსი – 10 ქულა; პორტუ – 10; დინამო – 8; მაკაბი – 0.
ბოლო ტური. 9 დეკემბერი:
დინამო-მაკაბი, ჩელსი-პორტუ
H ჯგუფი
“ზენიტს” არაფერში აღარ სჭირდებოდა მოგება, მაგრამ მაინც აჯობა “ვალენსიას“. მატჩის გმირი არტიომ ძიუბაა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა 2:0 დასრულებულ შეხვედრაში. “ზენიტმა” ხუთიდან ხუთივე მოიგო.
“გენტმა” ბოლო წამს დაამარცხა სტუმრად “ლიონი” და მოულოდნელად პლეი-ოფს მიუახლოვდა.
ზენიტი – 15 ქულა; გენტი – 7; ვალენსია – 6; ლიონი – 1.
ბოლო ტური. 9 დეკემბერი:
ვალენსია-ლიონი, გენტი-ზენიტი