”ბარსელონამ” კომპანია ”ნაიკთან” 100 მილიონი ევროს კონტრაქტი გააფორმა.
კატალონიელები ამ შეთანხმებით სატიტულო სპონსორისგან შემოსავლით პირველ ადგილზე გავლენ.
გარიგების შესახებ ოფიციალურად უახლოეს პერიოდში იტყვიან. Sport.es წერს, რომ კატალონიური გრანდი 100 მილიონს მიიღებს. ”ბარსას” მონაგარი ”მანჩესტერ იუნაიტედის” შემოსავალს აჯობებს, რომელიც ”ადიდასისგან” რეკორდულ 96 მლნ ევროს იღებს.
გუშინ ვწერდით, რომ ”ნაიკი” ლონდონის ”ჩელსისთანაც” იწყებს ურთიერთობას, რომელმაც ”ადიდასთან” გაწყვიტა თანამშრომლობა.
”ნაიკი” ”ბარსელონასთან” 1998 წლიდან თანამშრომლობს.