LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბარებში მოწევაზე თქვენ ვინ გეკითხებათ?” – ზურაბ ჯაფარიძე ჯანდაცვის სამინისტროს

90

„გირჩის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქით“ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს და აღნიშნავს, რომ უწყებას არ აქვს უფლება, ბარებში, რესტორნებსა და ღამის კლუბებში სიგარეტის მოწევა აკრძალოს.

„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით:

თუ საჯარო დაწესებულებებზეა საუბარი, ისედაც აკრძალულია, ადმინისტრირება არ ხდება

თუ ბიზნესზეა საუბარი, ბარზე, რესტორანზე, ღამის კლუბზე და ა.შ. – თქვენ ვინ გეკითხებათ?

კერძო სივრცე არის კერძო სივრცე, არანაირი განსხვავება არაა ეს იქნება კლუბი თუ ბინა

კერძო სივრცეში წესებს ადგენს მისი მესაკუთრე

ამ მესაკუთრის მიერ დადგენილი წესებით არსებულ კერძო სივრცეში შევა თუ არა ვინმე – ეს არის მისი თავისუფალი არჩევანი

ანუ:

თუ მე მაქვს მაგ. ბარი. ეს ბარი მე მოვაწყე ჩემი ფულით. ეს ფული მე გამოვიმუშავე ჩემი შრომით. ანუ ჩემი სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილი დავხარჯე იმისათვის რომ ჯერ შემეგროვებინა ფული და შემდეგ მეყიდა ბარი. ჩემი სიცოცხლის ნაწილია ჩადებული ამ ბარში. ბარის გაკეთებით მე ვრისკავ ჩემი სიცოცხლის ამ ნაწილით.

ან ბარის გასაკეთებლად ფული ვისესხე. მე გავრისკე. ჩემი დასაბრუნებელია ეს სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი. ჩემი ბინაა ჩადებული გარანტიად. მე ვარ ამ ბინის დაკარგვის რისკის წინაშე. მე უნდა ვიშრომო, დავხარჯო ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი და გავისტუმრო. მე, და არავინ სხვამ.

და თუ მე ვთვლი რომ ეს ბარი უფრო მომგებიანი იქნება ჩემთვის თუ მასში დაშვებული იქნება მოწევა, გაზმორება, სექსი ან არამოტივირებული კივილი – მაშინ ეს ყველაფერი დაშვებული იქნება ჩემს ბარში. და ვისაც უნდა ის შემოვა, თავის ნებით. ვისაც არ მოეწონება, არ შემოვა.

მე არავის ვაიძულებ ჩემს ბარში შემოსვლას. არავის ვაძალებ დაემორჩილოს ჩემს წესებს. არავის ვუმტკიცებ რომ ჩემი ბარი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მე მხოლოდ ვამბობ რომ ჩემი ბარი არის ასეთი. გინდათ? შემოდით.

თუ თქვენ არ მოგწონთ ჩემს ბარში არსებული წესები, თქვენ გაქვთ რამდენიმე არჩევანი:

  1. დაიკიდოთ ბარებში სიარული
    2. წახვიდეთ სხვა ბარში სადაც თქვენთვის მისაღები წესებია
    3. გარისკოთ საკუთარი სიცოცხლის ნაწილით და გახსნათ საკუთარი ბარი, ისეთი წესებით როგორიც თქვენ მოგწონთ

მაგრამ, დამავალდებულოთ მე მქონდეს ჩემს ბარში ისეთი წესები, როგორიც თქვენ მოგწონთ (თუნდაც ჯანმრთელობის დაცვის კეთილშობილური მოტივით) – თქვენი არჩევანი არაა

ეგეთი არჩევანი უბრალოდ არ გაქვთ, თუნდაც ძალიან ბევრი იყოთ, თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გქონდეთ

პ.ს. ‘საფრანგეთში ასეა’ არგუმენტებით ნუ შეიწუხებთ თავს“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები