ბარბარობა დღეს სასწაულები რომ ხდება, ამაში სოციალურად დაუცველი მაკა მამრიკიშვილი თავადაც დარწმუნდა. მას დღეს ლატარიის 2 ლარიანი ბილეთით მოგებული 115 189 ლარი ჩაერიცხა. უბინაოდ, ლილო-ლოჭინის ბაგა-ბაღის ტერიოტორიაზე ორ ოთახში შესახლებული 31 წლის, სამი შვილის დედა ამ ფულით მისთვის საოცნებო ბინას იყიდის და ეს ყველაფერი არ არის – მაკა, თავის უფროს შვილებსაც ჩამოიყვანს კახეთიდან და სამ შვილთან ერთად, ახალ ბინაში ახალ ცხოვრებას დაიწყებს. მანამდე ის სამ შვილთან ერთად ცხოვრებას ფართის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა, ამიტომ უფროსი შვილები კახეთში ნათესავებთან იყვნენ მიკედლებულნი.
მაკა მამრიკიშვილის ცხოვრება უკეთესობისკენ რადიკალურად მას შემდეგ შეიცვლა, რაც მან ლატარიის თამაში დაიწყო. ,,რომ გითხრათ რომ ხშირად ვყიდულობდი ლატარიას, მართალი არ იქნება, მაგრამ ხანდახან გზად თუ შემხვდებოდა ლატარიის ჯიხური შევიძენდი ხოლმე. მოგების დღესაც, დილით პროდუქტებზე გავედი და ლილოს დასახლებაში პატარა ჯიხურში ვიყიდე ,,ოქროს ბურთის’’ ორი ბილეთი, საღამოს კი გათამაშებას მთელი ოჯახი ვუყურებდით. როდესაც ჩემი რიცხვები ამოვიდა და ბილეთი გადავამოწმე, ოჯახის წევრებს ვეკითხებოდი, ნუთუ ამხელა თანხის ის ერთი მოგებული მე ვარ-თქო. არ მჯეროდა, ეხლა ვხვდები თუ როგორ გამიმართლა’’, – გვითხრა მაკამ თანხის გადაცემის დროს.
მაკა მამრიკიშველმა 2 ლარად 115 189 ლარი ლოტო ,,5/35-ოქროს ბურთში’’ მოიგო. ,,5/35-ოქროს ბურთის გათამაშება იმართება ყოველდღე 19:45 საათზე ტვ ,,იმედის’’ ეთერში, ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ონლაინ www.lotto.ge – ზე, ასევე კომპანიის სერვის-ცენტრებში და ,,საქართველოს ფოსტის’’ ჯიხურებში.
ასე, რომ ითამაშეთ ლატარია და მაკა მამრიკიშვილივით აიხდინეთ სანუკვარი სურვილები. გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.