მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის ბარბადოსელმა ლამაზმანმა დროებით მუსიკალური ტაიმაუტი აიღო, ის მაინც ყურადღების ცენტრშია. როგორც ცნობილია, ვარსკვლავს უკვე ორი წელია თეთრეულის საკუთარი ხაზი, Savage X Fenty აქვს და მის პიარში საკმაოდ აქტიურადაა ჩართული.
გასულ თვეს, ვარსკვლავმა საზოგადოება მორიგი პიკანტური ფოტოსესიით აღაფრთოვანა. ახალმა ფოტოებმა კი, რომელიც ინტერნეტში დღეს გავრცელდა, მისი თაყვანისმცემლები კიდევ უფრო გააოცა.
„გალაქტიკაში ყველაზე მშვენიერი არსება“, - რიანას პიკანტური ფოტოსესია
„გალაქტიკაში ყველაზე მშვენიერი არსება“, „სილამაზის ეტალონი“, - წერენ მომღერალისა და ახლა უკვე წარმატებული დიზაინერის თაყვანისმცემლები.
სულ ცოტა ხნის წინ, რიანამ ღია ყვითელი თეთრეული მოირგო და პალმების ფონზე, საოცარ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილოება. უნდა აღინიშნოს, რომ თეთრეული საკმაოდ ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა.