LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობის მარშუტი შეიცვალა

462

თბილისობის დღესასწაულის გამო, დღეს ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი დროებით შეიცვალა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 ოქტომბერს, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ევროპის მოედანსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. შესაბამისად, დროებით იცვლება ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები. ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება კოტე აფხაზისა და თავისუფლების მოედნის გავლით. ხოლო ავტობუსები: N23, 59 და N95 ბარათაშვილის ქუჩას აღარ გაივლიან და მოძრაობას ზაარბრიუკენის მოედანზე დაასრულებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.