გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, რომ ამერიკის ექს-პრეზიდენტის ქალიშვილი, მალია ობამა „ფეისბუქზე“ შექმნილი საიდუმლო „ექაუნთით” დონალდ ტრამპს აკტირიკებს.
გამოცემის მტკიცებით, მალია სოციალურ ქსელში ფსევდონიმითაა დარეგისტრირებული. ცოტა ხნის წინ გოგონამ ოთხი ვარდისფერი სტიკერი გამოაქვეყნა, სადაც მოქმედ პრეზიდენტზე სალანძღავი ფრაზები ეწერა.
ეს პუბლიკაცია მალიას მეგობარმა, ფინეგან ბაიდენმაც მოიწონა, რომელიც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილიშვილია.