რაიან რეინოლდს უამრავი ფანი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით, მათ რიცხვში არიან ბარაკ ობამას ქალიშვილებიც. ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსახიობისა და საშა ობამას დიალოგის ამსახველ ფოტოს, სადაც უკანა ფონზე ჩანს მისი და მალია. ეს უკანასკნელი ჟესტით უწონებს დას სითამამეს საყვარელ მსახიობთან საუბრის დროს. შეგახსენებთ, რომ რაიან რეინოლდსი თეთრ სახლში სპეციალურ მიღებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
ამ თემაზე სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარის მოძიებაა შესაძლებელი.