LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ ობამამ სანტას როლი მოირგო

28

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სკოლის მოსწავლეებს შობა და ახალი წელი მიულოცა. ორიგინალურობით გამორჩეულმა თეთრი სახლის ექსლიდერმა არც მეტი და არც ნაკლები სანტა კლაუსის ფორმა მოირგო.

ვაშინგტონში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ობამამ 50 მოსწავლეს საჩუქრები მიუტანა, რასაც მოზარდების მხრიდან დიდი მხიარულება მოჰყვა.

“დღესასწაულზე უკეთესი პერიოდი არ არსებობს იმისთვის, რომ გასცე და უკან მიიღო ის, რაც დაიმსახურე,- დაწერა ობამამ სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 44-ე პრეზიდენტი ბავშვების მიმართ განსკუთრებული კეთილგანწყობით ყოველთვის გამოირჩეოდა, რის გამოც მედიის ობიექტივში არაერხელ მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები