ბაქოს გარადაღის რაიონში მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ოტმან-ბოზდაგის ტალახის ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ამოფრქვევა დილით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
„ამოფრქვევის სიმღლე 200-300 მეტრს აღწევს. ირგვლივმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა მრავალირცხოვანი ნაპრალები, რომელთა სიღრმე 40 მეტრს აღწევს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ოტმან-ბოზდაგი ბოლოს, 2017 წლის თებერვალში ამოიფრქვა. ვულკანი ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც დასახლებული არ არის.