LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქოში პოლიციამ არსენალის ფანები გააჩერა მხითარიანის მაისური რატომ გაცვიათო (ვიდეო)

128
2599555-53889810-2560-1440

ბაქოს პოლიციამ „არსენალის“ ფანები გააჩერა, რომელთაც მხითარიანის მაისურები ეცვათ.

პოლიციამ ორი ტიპი შეაყოვნა, რომლებიც აზერბაიჯანის დედაქალაქში სომეხი ფეხბურთელის გვარიანი მაისურებით დასეირნობდნენ.

ინციდენტის ვიდეო ტვიტერში „არსენალის“ ერთ-ერთმა ფან-ექაუნთმა გამოაქვეყნა. პოლიციელებმა გულშემატკივრების დაკავება ვერ გაბედეს (რატომღაც), მაგრამ მაისურებს ყურადღება მიაქციეს და ჩასულებთან პროფილაქტიკური საუბარი გამართეს.

მოგეხსენებათ, დღეს ბაქოში ევროპის ლიგის ფინალია, რომელშიც ლონდონური გუნდები „ჩელსი“ და „არსენალი“ ითამაშებენ.
მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს „არსენალის“ სომეხი ჰენრიკ მხითარიანი, რომელიც ბაქოში არც ჩასულა აზერბაიჯან-სომხეთის დაძაბული ურთიერთობის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები