LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პირველ ევროპულ ტვირთს მიიღებს

111

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პირველი ევროპული ტვირთის მისაღებად ემზადება. სატვირთო მატარებელს ავსტრია ამზადებს – ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით, ტვირთი ყაზახეთში გადაიზიდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სააგენტო „აპა“ აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელზე ჯავიდ გურბანოვზე დაყრდნობით წერს, რომ ავსტრიული პროდუქციით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობა, ბაქო–თბილისი–ყარსის მაგისტრალის გავლით, აპრილის პირველ კვირას გაიგზავნება.

აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის ინფორმაციითვე, დღეის მდგომარეობით, ახლადგახსნილი რკინიგზის გავლით უკვე 500-ზე მეტი კონტეინერი გადაიზიდა. ამასთან,  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამოყენებით, ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, მათ შორის ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები და რუსეთი.

შეგახსენებთ, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გასული წლის შემოდგომაზე, საზეიმო ვითარებაში, ბაქოში გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები