ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში წლის ბოლომდე შევა. როგორც თურქული სააგენტო “ანადოლუ” იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.
“არ დარჩა არც ერთი საკითხი, რომელიც ამ სამუშაოს შესრულებას შეაფერხებდა”, – განაცხადა მან.
ტრანსპორტის მინისტრის ცნობით, თავდაპირველად იგეგმება სატვირთო, შემდეგ კი სამგზავრო მატარებლების გაშვება.
“ეს არამხოლოდ აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს, არამედ ევროპის, შუა აზიისა და აზიის საერთო პროექტია. სანამ არ პროექტს არ დავასრულებთ, ისტორიული აბრეშუმის გზა სრულად ვერ აღდგება”, – განაცხადა ბინალი ილდირიმმა.