1-ელი სექტემბრიდან, ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს “აზერბაიჯანის ავიახაზების” ნაცვლად, ამავე ავიაკომპანიის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველი Buta Airways შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ცნობით, თავდაპირველად ავიაკომპანიების ჩანაცვლება 4 სიხშირეზე მოხდება, ხოლო 29 ოქტომბრიდან, ყველა რეისს აღნიშნულ მიმართულებაზე Buta Airways შესრულებს.
ფრენები არსებული 10 სიხშირის ნაცვლად, კვირაში 14 სიხშირით, დღეში ორჯერ Embraer E190 / E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 9 აგვისტოს მიენიჭა.
Buta Airways წარმოადგენს ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების” (AZAL) სტრუქტურის ქვეშ შექმნილ ავიაკომპანიას, რომელიც დაფუძნებულია დაბალტარიფიან (Low Cost) მოდელზე და სამგზავრო საავიაციო მიმოსვლის დაწყებას 1-ელი სექტემბრიდან გეგმავს.