ქსელში სერიალის „ბანქოს სახლი“ უკანასკნელი სეზონის ტრეილერი გამოვიდა. ვიდეო ონლაინსერვის Netflix-ის „იუთუბის” არხზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ პროექტიდან სკანდალურად გამოეთიშა კევინ სპეისი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაშია ეჭვმიტანილი. ამიტომ ბოლო ნაწილში მთელი ყურადღება რობინ რაიტზეა გადატანილი, რომელიც ამერიკის პირველი ლედის როლს ასრულებს. როგორ მოაშორებენ სიუჟეტიდან მთავარ პერსონაჟს, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ახალი სეზონის პრემიერა მიმდინარე შემოდგომაზე იგეგმება.