LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბანქოს სახლის“ გადაღებები 2018 წელს კევინ სპეისის გარეშე განახლდება

189

მაღალრეიტინგული სერიალის „ბანქოს სახლის“ გადაღებები კევინ სპეისის გარეშე გაგრძელდება. ამის შესახებ Netfliх-ის წარმომადგენლებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ცნობილი ხდება, რომ სერიალის დაკსვნითი სეზონის მთავარი გმირი მსახიობი რობინ რაითი გახდება, როემლიც ეკრანზე ყოფილი პრეზიდენტის, ფრენკ ანდერვუდის როლს განასახიერებს.

მაიკლ დობსის წიგნში, რომლის მიხედვითაც ცნობილი სერიალი გადაიღეს, ფრენკ ადერვუდი იღუპება, ამდენად მთავარი გმირის გაუჩინარება სერიალიდან პრობლემას აღარ წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ კევინ სპეისის სექსუალური სკანდალის შემდეგ Netfliх-მა უარი განაცხადა სერიალის გაგრძელებაზე, თუმცა ახალი განცხადება ორშაბათს გავრცელა. გადაღებები მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყება და მასში სერიალის 2000 კაციანი ჯგუფი ისევ ჩაერთვება. ფინალურ სეზონში სულ რვა სერია იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები