LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკზე თავდასხმისა და მძევლების აყვანისთვის ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

93
saqalaqosasamartlo

სასამართლომ გლდანში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებულ პირებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა განუსაზღვრა. დაცვის მხარე ორივე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

წინასასამართლო სხდომა 2 მაისს დაინიშნა.

გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა 8 მარტს მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი, იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები