სპორტის ყოფილი მინისტრი „თიბისი ბანკიდან“ 4 მილიონის გატანის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ არ იცის, ეს თანხა რომელ კომპანიაში გადაირიცხა ან სად წავიდა.
„რაც შეეხება ბანკთან მიმართებაში ინტერესს, მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა „ოჯითის“ თუ „ბე ემ ვეს“ ოფისში თუ სად წავიდა ეს ფული , ჩემთვის უცნობია“-აცხადებს ლევან ყიფიანი.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ანზორ ჩუბინიძესთან განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე. აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, მედიის ინფორმაციით, ლევან ყიფიანმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს 14-ჯერ დაურეკა. ამ თემაზე ყიფიანი აცხადებს, რომ ჩუბინიძე მისი მეგობარია და მისი საქმეა რამდენჯერ დაურეკავს მეგობარს.