LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბანკი რესპუბლიკა” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

54

”ბანკი რესპუბლიკა”  ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე საათის წინ  მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა, არ ადასტურებს. ”ფორტუნა” ბანკის სპეციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”რამდენიმე   საათის   წინ   გაზეთ   „ბანკები   და   ფინანსების“   და   სხვა   მედიასაშუალებების   მიერ  გავრცელებული ინფორმაცია „ბანკ რესპუბლიკაში“ მომხდარი თაღლითობის შესახებ სიმართლეს არ  შეესაბამება.   სამწუხაროა,   რომ   რიგი   მედიასაშუალებები   ხელს   უწყობენ   დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში საბანკო სისტემისადმი ნდობის შელახვას.

“ბანკი   რესპუბლიკა“   საერთაშორისო   ფინანსური   ჯგუფის   წევრია.   შესაბამისად,   ის  მუშაობს უსაფრთხოების   საერთაშორისო   სტანდარტებით   და   აქვს   როგორც   სისტემური,   ისე  შიდა კონტროლის ეფექტური მექანიზმები, რომელიც ითვალისწინებს მრავალდონიან ავტორიზაციას და რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მსგავს თაღლითურ ქმედებას. საყურადღებოა, რომ არცერთ  კლიენტს   ბანკისთვის   არ   მოუმართავს   საჩივრით   მათ   ანგარიშზე   ამგვარი   უჩვეულო ოპერაციის შესახებ.

„ბანკი   რესპუბლიკა“   მოუწოდებს   ყველა   მედია   საშუალებას,   რომელმაც   მოახდინა   აღნიშნული  ინფორმაციის   გავრცელება,   იგივე   ფორმით   მოახდინონ   ამ   ინფორმაციის   უარყოფა,   ან/და   ამ  განცხადების   გამოქვეყნება.   წინააღმდეგ   შემთხვევაში   ვიტოვებთ   უფლებას   სასამართლოს   გზით  მოვითხოვოთ ამ ქმედების განხორციელება.  ბანკი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თავისი კლიენტების მაღალხარისხიანი საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფას”, – ნათქვამია ”ბანკი რესპუბლიკას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები