LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბანკი რესპუბლიკა” მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, იპოთეკით ბინები m2-ში შეიძინონ

92

სს „ბანკი რესპუბლიკას“ და დეველოპერულ კომპანია m2 შორის  მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს საცხოვრებელი ბინები m2-ის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში ბანკ რესპუბლიკას იპოთეკური სესხით.

ბანკი „რესპუბლიკა“ 2016 წლის 30 აპრილამდე, m2-ის მომხმარებლებისთვის იპოთეკურ სესხებზე  უნიკალური პირობების შეთავაზებაზეც აცხადებს.

კერძოდ იპოთეკური სესხის %  იქნება მინიმალური და ყველაზე კონკურენტული ბაზარზე დღეს არსებულ ტარიფებთან შედარებით.

5 წლამდე სესხები – USD 6.76% EUR 6.4% -(ეფექტური% 7,35$,6,97EUR)

10 წლამდე სესხები – USD 7, 26% EUR 6.9% -(7.70%$-7.31%EUR)

15 წლამდე სესხები – USD 8,06 % EUR 7,6 % (8.5%$ -8%EUR)

“ამ შეთავაზებით ბანკი „რესპუბლიკა“ მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და შეღავათიანს ხდის იპოთეკურ სესხს მომხმარებლისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეიძინონ  ბინა m2-ის  პროექტებში:  m2 ყაზბეგზე, m2 ნუცუბიძეზე, m2 თამარაშვილზე და ოპტიმა ისანში“, – განაცხადეს ბანკის მენეჯმენტში.

მათივე ცნობით, ბანკის არსებული კლიენტებისთვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ბანკ რესპუბლიკას საფილიალო ქსელის მასშტაბით, ასევე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით 2 90 90 90, ხოლო ახალი კლიენტებისთვის, მეტი კომფორტის შესაქმნელად, გამოყოფილია მელიქიშვილის გამზირზე არსებული ბანკ რესპუბლიკას სერვის ცენტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები