LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბანკ რესპუბლიკას” გარდა TBC “პროგრესბანკსაც” იყიდის

106

TBC Group ”ბანკ რესპუბლიკას”  93,64% -ს 315 მილიონ ლარად (103 მილიონი ფუნტი) შეიძენს.  ბანკმა ინვესტორებს უკვე აცნობა, რომ Societe Generale-თან საბოლოო შეთანხმება მიღწეულია.  არსებული ინფორმაციით, ეს   გაერთიანება არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს საბანკო სექტორში.

ამასთან,  ბანკმა ასევე დაადასტურა, რომ იგეგემება ”პროგრეს ბანკის” აქტივების ნაწილის და ვალდებულებების შესყიდვა. აქტივების ღირებულება 108 მილიონი ლარია, ასევე 108 მილიონი ლარის ღირებულებისაა კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებები, რომელიც ”თიბისის”  ხელში გადადის.

ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით, აღნიშნული გარიგებების შედეგად, საქართველოში დეპოზიტებისა და სესხების კუთხით, ”თიბისი” ყველაზე მსხვილი ბანკი იქნება.

გარიგების შედეგად, Societe Generale ”თიბისი ბანკის” აქციების 5,4%-ის მფლობელი გახდება. ”თიბისიმ” უკვე დაიწყო წინასწარი მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან დარჩენილი 6.36%-ის შესაძენადაც.

მოლაპარაკებების დასრულება 2016 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. გარიგების პერიოდში ”თიბისის”  ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი J.P. Morgan იქნება, საერთაშორისო სამართლებრივი მრჩეველი კი Baker & McKenzie LLP.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები