ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი იმდენად პოპულარულია, რომ ბუდისტურ ტაძარში მისი ქანდაკებაა. 30-სანტიმეტრიანი სტატუა 1998 წელს დადგეს და ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა.
ტაძრის შიდა მორთულობის დამპროექტებელი „მანჩესტერის“ ფანი ყოფილა და ასეთ იდეამდე მივიდა.
დევიდის სახის ცნობა მარტივი არ არის, მაგრამ ნაღდად ისაა. ბრინჯაოს ფეხბურთელს 1997 წლის „იუნაიტედის“ ფორმა აცვია. მას აქვს ბექჰემისთვის იმ დროისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობა. დევიდი შორეულ კუთხეში დგას ბუდას სამ ფიგურასთან ერთად.
ბექჰემის გარდა კრეატიულ ტაძარში არიან პინოქიო, მიკი მაუსი, სუპერმენი და ბარაკ ობამა.
თავდაპირველად დევიდ და ვიკტორია ბექჰემები ქრისტიანობას მისდევდნენ. მათ თითქმის 175 ათასი ევრო გაიღეს ინგლისში სამრეკლოს ასაშენებლად, სადაც შვილების მონათვლას აპირებდნენ.
ექს ფეხბურთელს ტატუ აქვს, რომელზეც ანგელოზს თავი დახრილი აქვს და ხელები გაშლილი. „მფარველი ანგელოზი ნიშნავს, რომ შენი სული თავისუფალია, მე კი მომწონს ეს იდეა“, – ახსნა ტატუს იდეა ბექჰემმა.
მაგრამ 2008 წელს მედიამ აცნობა, რომ ბექჰემებმა და მათმა შვილებმა ბუდიზმი მიიღეს.