LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალვანერა: საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყნის ეკონომიკა

90

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჯგუფის (EBRD) დირექტორთა საბჭოს 11 წევრს შეხვდა. EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრები საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარებისა და ბანკის საქმიანობის გასაცნობად არიან ჩამოსულები.

შეხვედრაზე განხილული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, აგრეთვე სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ასევე ყურადღება გამახვილდა EBRD-ის მხრიდან ეკონომიკური განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ EBRD-ი დიდი ენთუზიაზმით უყურებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. „ისინი ძალიან კმაყოფილები არიან იმ რეფორმების, რომელიც ჩვენ გვქონდა დღემდე, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით უყურებენ იმ გეგმებს, რომელიც ჩვენ გვაქვს მომავლისთვის. მზად არიან გაგვიწიონ დახმარება როგორც ენერგეტიკულ სფეროში, ასევე წიაღის ათვისებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მასშტაბური დახმარება გაგვიწიონ ტექნიკური განათლების მიმართულებით“, – აღნიშნა ქობულიამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა კი დარწმუნებულია, რომ მალე საქართველოს უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა ექნება. „საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყნის ეკონომიკა და ეს სტრატეგია უკვე ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ, სხვადასხვა მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ძალიან მალე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა გვექნება”, – განმარტა ბალვანერამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები