LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალტიისპირეთის ქვეყნებში უპილოტო ავტომობილების დასატესტად ახალ ავტოდრომს ააშენებენ

83

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი უპილოტო ავტომობილების დასატესტად ახალ ავტოდრომს ააშენებენ. ბალტიისპირეთის ქვეყნები გეგმავენ, რომ შექმნან საერთაშორისო 5G ქსელით უზრუნველყოფილი ტრასა, რომელიც საზღვრებს არ დაემორჩილება და სამივე ქვეყანას გააერთიანებს. სიახლე ავტომატიზირებული სისტემების პრაქტიკაში გამოსაცდელად იქნება საჭირო. პროექტის ფარგლებში ქვეყნებს საშუალება ექნებათ, რომ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და საერთო წესებიც ჩამოაყალიბონ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა ესპანეთსა და პორტუგალიაში თუ ბულგარეთს, საბერძნეთსა და სერბეთშიც დიდი წარმატებით ხორციელდება. ზოგადად კი ევროკავშირი გეგმავს, რომ 5G სტანდარტის გზები 2020 წლისთვის მთელი ევროპის მასშტაბით გაიყვანოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები