LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალის 2021 წელს მხოლოდ 45 საერთაშორისო ტურისტი ესტუმრა

45
http---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-211215210344-bali-tourism-file-10292021-restricted

ინდონეზიაში მდებარე ძალიან პოპულარული კუნძული ბალი მძიმე ვითარებაშია. მას შემდეგ რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ტურისტული დანიშნულება დაცარიელდა და უცხოელი ვიზიტორების სიმცირის გამო რთულ ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა.
თავიდან კუნძულზე ლოკდაუნი იყო გამოცხადებული, თუმცა სიტუაცია არც საზღვრების გახსნის შემდეგ შეცვლილა.

2021 წელს იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით კუნძულმა მხოლოდ 45 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო აეროპორტი დაკეტილი იყო და ეს ადამიანებიც კურორტამდე კერძო იახტებით მივიდნენ.

შედარებისთვის, 2020 წელს ბალის 1,5 მილიონი ტურისტი ჰყავდა, წინა წლებში კი ვიზიტორთა რაოდენობა 6-7 მილიონი მაინც იყო ხოლმე.

არადა ინდონეზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავალს სწორედ ტურიზმით იღებდა, სეზონის ჩაგდება მათ ბიუჯეტს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები