ცნობილმა ფოტოგრაფმა ომარ რობლესმა, რომელსაც „ინსტაგრამზე“135,000-მდე მიმდევარი ჰყავს, მორიგი ძალიან ლამაზი ფოტოსესია გამოაქვეყნა – ბალეტის მოცეკვავეები კუბის ქუჩებში ცეკვავენ.
„ეს მოცეკვავეები მსოფლიოს საუკეთესოთა შორის არიან, შესაძლოა იმიტომ, რომ მოძრაობა და რიტმი მათ აფრო-კარიბული სისხლის დამსახურებაა, მაგრამ დიდი წვლილი რუსული სკოლისაა,“ – წერს ფოტოგრაფი.
რობლესი დიდი ხანი ოცნებობდა კუბაში მოგზაურობაზე და საბოლოოდ, Bessie Foundation-ის წყალობით ოცნება ახდინა.