LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის შესახებ ქართველი დამსვენებელი წერს

bakuriani

ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ბაკურიანში შექმნილი მდგომარეობის შესახებ წერს. აღსანიშნავია, რომ ის არ არის პირველი, ვინც ბაკურიანში ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებს. აქამდეც არაერთი მსგავსი სტატუსი შეგვხვედრია სოციალურ ქსელში. პოსტის ავტორი სთხოვს ხელისუფლებას, ამ პრობლემით დაინტერესდეს.
გთავაზობთ სტატუსს:

„ალბათ, მოგეხსენებათ, რომ დიდი კრიტიკით არ გამოვირჩევი, მაგრამ რაც ბაკურიანში ხდება (გუდაურში არ ვყოფილვარ წელს), ძალიან სასირცხვილოა.

რაც წელსაა, ამდენი ტურისტი მართლაც არ ყოფილა აქამდე, მაგრამ უმრავლეს მათგანს სურვილი დაეკარგება ხელმეორედ ჩასვლის.

საგზაო ინფრასტრუქტურა არის სრული კატასტროფა! სახლიდან (ბაკურიანის ცენტრიდან) ნებისმიერ საბაგირომდე მისვლას 2 საათი არ უნდა სჭირდებოდეს. ადგილზე მისული კი აღმოაჩენ, რომ საბაგირო არ მუშაობს. ეს საინფორმაციო ცენტრი კი მუშაობს, მაგრამ ერთია და ისიც ყველამ არ იცის, რომ არსებობს. გზები ათხრილ-დათხრილი ყინულითაა სავსე. რა გახდა ამ ყინულ-მწმენდების შესყიდვა-ამოქმედება, ვერ ვხვდები.

კოხტას გზაზე (ერთად-ერთი მუშა საბაგირო იყო ეს დღეები) სრული საშინელებაა. გზა (ესეც პირობითად, თორემ ამ აგლეჯილ-დაგლჯილობას გზას ტყუილად ვეძახი) ერთი მანქანის გასავლელია დარჩენილი, აქეთ-იქით მანქანებია დაპარკინგებული (წესიერი პარკინგების არარსებობის გამო) და ძალიან მიკვირს, ავარიები როგორ არ ხდება. ამ ერთმანქანიან გზაზეც ქვეითები მოძრაობენ იმიტომ, რომ ტროტუარებზე (რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს) უარესი ყინულია, თან ისეთი ლოლოები კიდია შენობებზე, რომ სულ სუფთა ტროტუარი რომ იყოს, მაინც არ გავრისკავდი მასზე სიარულს.

მეზობელი ქვეყნიდან მყავდა სტუმარი და სირცხვილისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა (ჩემი ოჯახის კომფორტზე საერთოდ აღარ ვზრუნავდი). სულ სიმწრის ბოდიშებს ვუხდიდი. იმან დამცა საბოლოოდ, როდესაც მან აღნიშნა, რომ შარშანაც ასე იყო და შარშანწინაცო.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ფულიც (ქვეყანა ბიუჯეტია გამოყოფილი და ისედაც დიდი შემოსავალი აქვს ამ დაბას) თავზე საყრელია და დროც, მაგრამ საქმის გამკეთებელი არ ჩანს. ნეტავ, ვცდებოდე, მაგრამ მოვა მომავალი წელიც და ვნახოთ.

მოკლედ, ბაკურიანში თუ ჩახვალ, სახლში ან სადმე რესტორანში (თუ მიაღწევ იქამდე) უნდა იჯდე და იყო თბილად.

ბოდიში ასეთი ნეგატივისთვის, მაგრამ ვერ მოვითმინე. იქნებ, მივიდეს ეს სიტყვები იქამდე ვისთანაც უნდა მივიდეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები