LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი ოფიციალურად იხსნება

249

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“  30 ივნისს ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი ოფიციალურად იხსნება.

ზაფხულის სეზონის განმავლობაში დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები  ოთხსეზონიანი გახდეს. ამ მიმართულებით კურორტზე მოწყობილია საერთაშორისო დონის ველოპარკი და 29 კმ-ანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრობოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.

2016 წელს ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგა დამონტაჟდა, ატრაქციონი ფუნქციონირებს როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.

დამსვენებლებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ  თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კინოთეატრ „ბაკურიანს“, ყოველკვირეული პრემიერებით. კინოთეატრი 2014 წელს წელს  სრულად განახლდა და აღიჭურვა ახალი, სამგანზომილებიანი პროექტორითა და ეკრანით, არეკვლის 3.0 სისტემით, რაც ფილმის ყურების პროცესს უფრო სასიამოვნოსა და შთამბეჭდავს ხდის.

კინოთეატრ „ბაკურიანში“ განთავსებული საინფორმაციო ცენტრი საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს უზრუნველყოფს  ინფორმაციით ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ. საინფორმაციო ცენტრი დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინოს სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და მიიღოს დეტალური ინფორმაცია  ამინდზე, საბაგიროს ფუნქციონირებაზე,  მთაზე არსებულ მდგომარეობაზე, განთავსებისა და კვების ობიექტებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგსა და ა.შ.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია – ის ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, რომელიც როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს მთის კურორტების შესახებ ამომწურავ ინფორმაცის აწვდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები