LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

602

ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იგეგმება.

უწყების ინფორმაციით, შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.

მათივე ცნობით, ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ახორციელებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელ, დაახლოებით, 8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები