LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანი საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას განიცდის – თაზო გამცემლიძე

234191224

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თაზო გამცემლიძე ბაკურიანის დამსვენებელს შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის.

თაზო გამცემლიძის თქმით, კურორტზე საბაგირო გზების და სასრიალო ტრასების ნაკლებობაა, რაც უახლოეს პერიოდში გამოსწორდება.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ბაკურიანში დამსვენებლების ნაკადმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რამაც პრობლემები შექმნა.

მისივე თქმით, კომპანია მუშაობს უამრავ ახალ პროექტზე, არა მხოლოდ ბაკურიანის, არამედ ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებისთვის.

ეს პრობლემები განსაკუთრებით თვალნათლივ ბაკურიანში გამოიკვეთა. ძალიან ბევრ დამსვენებელს, სამწუხაროდ, დაემატა რამოდენიმე დღიანი ქარიშხლები, რის გამოც გაითიშა დიდველის საბაგიროები, ამიტომ მთელი დატვირთვა გადავიდაკოხტამიტარბი“- სასრიალო არეალზე, რამაც წარმოქმნა რიგები სალაროებთან და სადგურებთან, ასევე, პრობლემები შეექმნა სასრიალო ტრასებს (თოვლის ნაკლებობის გამო). მინდა გითხრათ, რომ დაწყებულია კოხტამიტარბის ხელოვნური გათოვლიანების პროექტირება და უახლოეს 2 წელიწადში, საბოლოოდ გადაიჭრებაკოხტამიტარბისუთოვლობის პრობლემა. ასევე, ტურისტების ზრდამ ნათლად დაგვანახა, რომ ბაკურიანი განიცდის საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას, რომელთა დამატებასაც ასევე უახლოვეს პერიოდში ვგეგმავთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ბაკურიანის ცენტრში (კინოთეატრის შენობაში) გახსნილია ტურისტების მომსახურების ცენტრი, სადაც ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სასრიალო აბონემენტები. უახლოვეს ხანში კიდევ დაემატება გაყიდვების წერტილები და ამუშავდება ახალიონლაინგაყიდვების სისტემა. მოკლედ მინდა გითხრათ რომ, მთავრობასთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტებზე და პრობლემების გადაჭრაზე, ოთხივე ზამთრის კურორტზე, რაც ძალიან მალე დადებითად აისახება საქართველოს სათხილამურო არეალებზე.

პატივისცემით და მომავლის იმედით, გილოცავთ დამდეგ შობას, სიკეთის და განვითარების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის 2019 წელი,“ – ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები