LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურ კოტეტიშვილი: „ბავშვი მუდმივად დაცული უნდა იყოს. ბავშვს არ უნდა ესმოდეს, რა არის ეპიდემია, რა არის ომი, რა არის ხანძარი, რა არის მიწისძვრა…“

166
ბაკური

ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი საუბრობს რამდენიმე საინტერესო ფენომენზე, რომელსაც სავალალო შედეგების მომტანია პატარებისთვის:

„საქმე გახლავთ დამოკიდებულებაში, რომელიც პატარას ბავშვობიდანვე  უყალიბდება ექიმის მიმართ. ნაცვლად იმისა, რომ ექიმი მისთვის გახდეს შველის, მოფერების, გადარჩენის ფენომენი, სამწუხაროდ, უყალიბდება საწინააღმდეგო დამოკიდებულება, რომ ექიმი ტანჯვასთან, წვალებასთან, ნეგატივთან არის დაკავშირებული. ექიმთან მიდიხართ გარკვეული დისკომფორტის გამო და არა იმიტომ, რომ მან უნდა ჩაგაყენოთ დისკომფორტულ სიტუაციაში. მოზრდილიც კი გეტყვით, რომ სტომატოლოგთან წასვლა მაინცდამაინც დადებით ემოციას არ უკავშირდება, თანამედროვე სტომატოლოგიაში რეალურად ტკივილის ფენომენი აღარ არსებობს, თუმცა განწყობა მაინც ნეგატიურია. როდესაც ლაპარაკია ინვაზიურ პროცესზე, სტომატოლოგმა პირის ღრუში უნდა იმუშაოს, ჩვენ ვერ ვხედავთ, რას აკეთებს, დისკომფორტია სუნთქვასა და ყლაპვასთან დაკავშირებით. ბავშვი ისედაც არსებობს დაცულობის იმედით – ეს დაცულობა აუცილებლად უნდა უზრუნველყოს მშობელმა, თუმცა ძალიან ხშირად დაუფიქრებლად, გაგონილი სტერეოტიპებისგან გამომდინარე, დროულად მოვაგვაროთ კვების პრობლემა, ბავშვთან ურთიერთობა, „დროზე ჭამე, თორემ ექიმი მოვა და ნემსს გაგიკეთებს…“ ჯერ ეს ერთი, ექიმი ნემსს არ აკეთებს, მეორეც – ექიმი მშველელია და არა მტანჯველი. როდესაც შემდეგ ბავშვს ნამდვილად სჭირდება ექიმი, მასთან ნეგატიური განწყობით მიდის. ამას არ დაუფიქრდეს მშობელი…

ბავშვი მუდმივად დაცული უნდა იყოს. ბავშვს არ უნდა ესმოდეს, რა არის ეპიდემია, რა არის ომი, რა არის ხანძარი, რა არის მიწისძვრა. არ სჭირდება მას ეს. ეს ჩვენ უნდა მოვაგვაროთ, თუ მოვაგვარებთ. მას უნდა ჰქონდეს სულ სიკეთის, სილამაზის შეგრძნება. ბავშვობაში ხომ გიყურებიათ ღრუბლებისთვის? ის ღრუბელი ხან ფუმფულა ძაღლი იყო, ხან ბეკეკო იყო, ხან დათუნია იყო, ხან თოვლის გუნდა იყო. ზუსტად იგივე ღრუბლებია. აბა შეხედეთ ახლა! ზუსტად იგივეა ღრუბლები, უბრალოდ ჩვენ ვიცვლებით.

ბავშვი სულ დადებითი ემოციებითაა, ის ფანტაზიორობს. იქ ქმნის ოპტიმალურად დადებით და სასიამოვნო სამყაროს. სამწუხაროდ, ჩვენ ამას მერე ვსპობთ. ბავშვის ფანტაზიებს ხშირად ვეძახით ტყუილებს. ეს ტყუილი არ არის, ის ფანტაზიორობს.

მოზრდილმა ადამიანმა მოიფიქრა, რომ ბავშვის კბილის მოძრობა კატასტროფა კი არ არის, შენთან მოვიდა თაგუნია და თაგუნიამ წაიღო ის კბილი. ბავშვი ძალიან კმაყოფილია, რომ ტყუილად კი არ დახარჯა თავისი ნაწილი, ტყუილად კი არ მოსძვრა, ტყუილად კი არ წაართვა ვინმემ, არამედ სიკეთემ წაიღო. რა თქმა უნდა, ისევ მოგიტანს თაგუნია კბილს. ბავშვი იმედიანადაა და რა თქმა უნდა, ახალი კბილიც ამოვა. ეს თაგვის ფენომენი ახლა უკვე კბილის ფერიით შეიცვალა, მაგრამ ერთი და იგივეა. ადამიანები, როდესაც ბავშვს ეუბნებიან, რომ არ არსებობს ფერია, ვუკლავთ მას იმ სილამაზეს, იმ სითბოს, იმ სისათუთეს, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი ბავშვის ქცევა…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები