LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურ ბაკურაძე: „რუსულ კულტურას ხაზს ვერ გადავუსვამ იმის გამო, რომ ქვეყნის სათავეში ავადმყოფი ჰყავთ“

207
bakuradze

რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს იმ მოსაზრებაზე, რომ საზოგადოების ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველოში კონცერტების ჩატარების წინააღმდეგია:

„მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და უამრავი დაღუპულის ოჯახს. ვიცით, რომ იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ევროპის კონტინენტზე ომი სამიოდე თვის წინ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ამასაც მოვესწარით. ცხადია, მსოფლიო ამასაც გადაიტანს, ჩვენც გადაიტანს და უკრაინელი ხალხიც, მაგრამ დაღუპულ ადამიანებს ვინ გააცოცხლებს? საქართველომ, ჩემი აზრით, ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და საკმარისი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელების მიმართ…

მეორე საკითხია, უნდა გავაჩეროთ თუ არა ცხოვრება?.. ვფიქრობ, რომ ქართველები ცხოვრებას ვერ გააჩერებენ და ის არც უნდა გაჩერდეს.

ბაკურ ბაკურაძე: „დღეს მშვიდობას პრემიერი, მთავრობა და მთელი „ქართული ოცნება” უზრუნველჰყოფს ჩვენს ქვეყანაში!..“

რაც შეეხება იმ საკითხს, მისაღებია თუ არა კონცერტების გამართვა იმ ფონზე, როცა ჩვენს რეგიონში ომია, – ქართველი კაცი ჭირშიც მღეროდა, მღეროდა ომში, პანაშვიდზე და საერთოდ, ყველგან, ამიტომ აბსურდად მიმაჩნია მტკიცება, რომ ახლა კონცერტების გამართვა დაუშვებელია. პირიქით, უკრაინის მხარდამჭერი ბევრი კონცერტი უნდა გაიმართოს.

რაც შეეხება რუსული სიმღერების შესრულებას, შემსრულებელმა უნდა გადაწყვიტოს, რას იმღერებს და რას – არა. ამას მომღერალს ვერავინ აუკრძალავს. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, მტკიცება, რომ რუსული კულტურა საშინელებაა, ჩემთვის მიუღებელია. მინდა, მსმენელმა და მაყურებელმა სწორად გამიგოს: ეს არ ნიშნავს, რომ მათი ჯარისკაცების ქმედებებს ვამართლებ. მესმის, რომ დღეს რუსული სიმღერა ნეგატიურ განცდებს იწვევს, მათი მოსმენა არც მე მსიამოვნებს, მაგრამ რუსული რომანსები ძალიან მიყვარს და ამ სიყვარულს ხომ ვერ გადავაგდებ?! ამ ქვეყნის კულტურას ხაზს ვერ გადავუსვამ იმის გამო, რომ სათავეში ავადმყოფი ჰყავთ“.

ბაკურ ბაკურაძე: „ბოლო 2 თვის განმავლობაში 5 ათასი კილომეტრი გავიარე, ლამის მთელ საქართველოს შემოვუარე და ჩემი მანქანა ორმოში ერთხელაც არ ჩავარდნილა – ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა წინ წავიდა…“

ბაკურ ბაკურაძე: „მთელი მსოფლიოს საუკეთესო ექიმები, კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები, ორგანიზაციები, მთავრობები, მხედრობები, გაიძახიან, აიცერითო და 8 კრეტინის ნათქვამს უნდა გაეკიდოთ მაინცდამაინც?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები