ტელეწამყვანი, მარკეტერი ბახვა ბრეგვაძე და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. ამის შესახებ ბახვა ბრეგვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ბახვა ბრეგვაძემ მოკლემეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო რეჟისორის, ანდრო ჭიჭინაძე კი საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვეს.
“ანდრო ჭიჭინაძემ მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე Best Actor-ის ჯილდო აიღო და მოაქვს თბილისში.
უი და მეც Best Director for Short Movie. გამარჯვებულები ვბრუნდებით.
p.s ზუსტად ისევეა ეს ჯილდო ყველასი, ვინც ამ პატარა ფილმის შექმნაში მონაწილეობდა! დიდი მადლობა თქვენ ყველას”, – წერს ბრეგვაძე.