„ჩვენ ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით, რომლებიც გაბედულად იბრძვიან დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს.
We stand with the people of Venezuela who courageously embrace democracy and freedom #EstamosUnidosVE #OperacionLibertad
— Mamuka Bakhtadze (@BakhtadzeMamuka) April 30, 2019
ვენესუელაში ხუან გუაიდოს მხარდამჭერ დემონსტრაციაზე ეროვნული გვარდიის ჯავშანტექნიკა შეიჭრა.დაპირისპირების დროს ბოლო მონაცემებით, 71 ადამიანი დაშავდა.
მასობრივი გამოსვლები ვენესუელაში მას შემდეგ განახლდა, რაც 30 აპრილს ოპოზიციის ლიდერმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამხედროებთან ერთად ჩანს და ამბობს, რომ ბრძოლის ფინალური ფაზა დაიწყო.
ხუან გუაიდომ მოსახლეობას მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამხედროები „დიქტატორს” მხარს აღარ უჭერენ.
ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.