LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება

259
ნადიმ ხმალაძე

ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება. უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ჰყვებიან, რომ მდგომარეობა ადგილზე ძალიან მძიმეა.

უკრაინაში მებრძოლი, ნადიმ ხმალაძის თქმით, ყველა ქართული ქვედანაყოფი მზადყოფნაშია შევიდეს ეპიცენტრში და გამოასვენონ დაღუპული ქართველები, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე მათ ამის უფლებას არ აძლევენ.

„ჩვენი დაღუპული მებრძოლები ჯერჯერობით არიან რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათი ტყვეობის ქვეშ. 12-კაციანი ჯგუფი მზად ვიყავით უკრაინელებთან ერთად პატარა სპეცოპერაციის ჩასატარებლად, მაგრამ იმდენად მძიმეა იქ სიტუაცია და იმხელა ძალებთან შეიძლებოდა გვქონოდა შეხება, რომ ბოლოს უარი გვითხრეს.

ქართული ლეგიონის ბიჭები და ხელმძღვანელობა მზად იყო, რომ შესულიყვნენ და ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია. მთელი უკრაინული სამთავრობო თუ სამხედრო სტრუქტურები მუშაობენ, რომ ჩვენი მებრძოლების ცხედრები გადმოასვენონ კიევში.“ – განაცხადა „მთავარ არხთან“ საუბრისას ნადიმ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.

ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

ამავე თემაზე: 

„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე

“ვიცნობდეთ გმირებს…2022 წელს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 33 ქართველი მებრძოლი” – “სირცხვილია”

“ბრძანება მიიღეს არ წახვიდეთ წინო!… 5 გმირ ქართველს კი სისხლი აუდუღდა!…10 საათი იბრძოდნენ, გაანადგურეს ათობით ორკი და წარმოუდგენელი გმირობა აჩვენეს ბიჭებმა!” – ნიკო მიქაია უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

“გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს…არც ახალი წლის პომპეზურობა გვჭირდება: ჩვენგან ახლოს ჩვენი მტერი ბავშვებს ხოცავს და ვისაც ვერ კლავს – აშიმშილებს: ანდრო გოცირიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

“დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ქართველი მებრძოლების ნაწილი ალყაში იმყოფება” – უკრაინაში მებრძოლი ქართველი რომეო ფარულავა