გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, 25 იანვარს ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი 19 ივნისსაა ჩანიშნული. სოცქსელებში აანონსებენ აქციას, რომელიც საქალაქო სასამართლოსთან ბახალას მხარდასაჭერად გაიმართება.
ვიდეოში, რომელიც ახლახან გავრცელდა და ცნობილი სახეები იღებენ მონაწილეობას, საუბარია იმაზე, რომ ბახალა ორმა პოლიციელმა ბნელ უკამერო ადგილას გაჩხრიკა და ეს ეჭვს იწვევს…
ცნობილი სახეები საზოგადოებას მსახიობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.