Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ბახალას” მხარდამჭერბმა პარლამენტის შენობა „ცოცხალი ჯაჭვით“ „ციხეში ჩასვეს“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბახალას” მხარდამჭერბმა პარლამენტის შენობა „ცოცხალი ჯაჭვით“ „ციხეში ჩასვეს“

88

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, პარლამენტს სიმბოლურად „ცოცხალ ჯაჭვი” შემოავლეს.  აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ეს არის სიმბოლო, რათა მოქმედ სისტემას ანახონ, რომ მათ შეუძლიათ თავად სისტემა ჩასვან ციხეში.

“ჩვენ სექსი არ გვეზარება, უბრალოდ ფარჩაკ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა. პოლიციურ სისტემას გონია, რომ ჩვენი ციხეში ჩასმა მარტივად შეიძლება, თუმცა, მათ დავუმტკიცებთ, რომ თავადაც შეგვიძლია მათი ციხეში ჩასმა”

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი სხვადასხვა სახელმწიფო შენობების პიკეტირებას სისტემატურად მოახდენენ.

 

 

აქციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ წაიკითხეს მთავარი მოთხოვნები. მათ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება სთხოვეს და მოუწოდეს, რომ გიორგი გიორგანაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლოს.

 

პარლამენტის შენობის წინ, ელექტრონული მუსიკის ფონზე იმპროვიზებული კონცერტიც გაიმართა. ორგანიზაციამ  “ტალღა” და მომღერლებმა შეკრებილებისთვის სიმღერები შეასრულეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები