LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიერნთან ვერ ვითამაშებთ: დარმშტადტის ფეხბურთელებმა ყვითელი ბარათები განზრახ მიიღეს

86

„დარმშტადტის“ ფეხბურთელებმა განზრახ მიიღეს ყვითელი ბარათები, რათა მომდევნო ტურში მიუნხენის „ბაიერნთან“ არ ითამაშონ.

ინციდენტი ლევერკუზენის „ბაიერის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მოხდა. „დარმშტადტის“ ექვსმა მოთამაშემ მიიღო ყვითელი ბარათი, აქედან 4 მათგანისთვის ეს მეხუთე გაფრთხილება იყო, ხოლო პიტერ ნიმაიერისთვის – მეათე. ყველა მათგანი გამოტოვებს შემდეგ თამაშს „ბაიერნთან“.

„ბილდის“ შეფასებით, გაფრთხილება ყველამ (გონდორფი, სულუ, ჰელერი, ნიმაიერი, რაუში) განზრახ მიიღო, რათა ძირითადი ძალები „ბაიერნთან“ არ დახარჯონ. ამ ეჭვს „დარმშტადტის“ მწვრთნელის დირკ შუსტერის სიტყვებიც აძლიერებს: „დიახ, დისკვალიფიკაციის გამო ძირითადი შემადგენლობის ხუთი ფეხბურთელი გამოტოვებს მატჩს, მაგრამ ამ თამაშს ჩვენ მაინც ვერ მოვიგებდით“, – უთქვამს შუსტერს.

 

1,w=583,c=0.bild

2,w=559,c=0.bild

023637b2-d2a1-11e5-a4f7-f80f41fc63ce

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები