მიუნხენის ”ბაიერნმა” ოფიციალურად წარადგინა 27 წლის ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი.
გერმანიის ჩემპიონმა ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ტრანსფერის ღირებულება არ გახმაურებულა, თუმცა პრესაში გავრცელებული ხმებით 35-38 მილიონ ევროს შეადგენს.
მოგეხსენებათ, ჰუმელსი ”ბაიერნის” მთავარი მეტოქის დორტმუნდის ”ბორუსიას” კაპიტანი იყო, საიდანაც რეკორდმაისტერს პერიოდულად მიყავს კიდეც დორტმუნდელთა საუკეთესო ფეხბურთელები: გიოტცე, ლევანდოვსკი, ჰუმელსი… ვინ იქნება შემდეგი? – როისი?..