The Washington Post წერს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს მოუწოდებს, გამოიჩინონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის და გადახედონ საჯარო უარს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.
როგორც გამოცემა წერს, ამერიკელი ოფიციალური პირების თხოვნა არ არის გამიზნული უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად, არამედ იმის უზრუნველყოფისთვის, რომ კიევმა შეინარჩუნოს მხარდაჭერა სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც ეჯახებიან ამომრჩევლების წინააღმდეგობას უკრაინის ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
„უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას, პუტინის რეჟიმთან დიალოგის დაწყების შეუძლებლობის შესახებ ვაშინგტონში სრულად იზიარებენ, თუმცა ამავე დროს, იძულებულნი არიან ანგარიში გაუწიონ ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის პოზიციას, რომლებზეც უკრაინის ომით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი კატასტროფულად აისახება“, – ნათქვამია სტატიაში.