LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი პუტინთან შეხვედრას დათანხმდა – თეთრი სახლი

122
Puden

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დათანხმდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. თეთრი სახლის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდებიან. სწორედ ამ შეხვედრაზე განიხილავენ ბაიდენ – პუტინის შესაძლო სამიტის საკითხს ბლინკენი და ლავროვი.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მზად არიან როგორც დიპლომატიის, ისე რუსეთისთვის სანქციების დაწესებისთვის. თეთრი სახლის განცხადებამდე, სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის. ემანუელ მაკრონი, ბოლო 24 საათში, ორჯერ ესაუბრა ვლადიმერ პუტინსაც.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის ბრძანება უკვე მიიღეს რუსმა გენერლებმა. პარალელურად, რუსეთში შეერთებული შტატების საელჩო ამერიკელებს უკრაინა-რუსეთის საზღვართან, ასევე, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზასა და მეტროსადგურებზე თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს.