თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მომდევნო თვიდან, დაახლოებით აპრილის ბოლოდან ბაგების საბაგირო ამუშავდება.
„საიჯარო პირობებზე და ფასზე საუბარი არც არის, მაგრამ საუბარია, რა პირობებით ისარგებლებენ სტუდენტები ამ საბაგიროთი მგზავრობის შემთხვევაში. ამ თემაზე კიდევ შევთანხმდებით უნივერსიტეტთან და რაც ყველაზე მთავარია, მომდევნო თვის ბოლოდან ბაგების საბაგირო ჩაირთვება. საუბარია შეღავათიან ტარიფებზე. მე მგონია, რომ მგზავრობის დროს გარკვეული საფასური იქნება და თავის ხარჯებს ეს საბაგირო ამოიღებს.
მუნიციპალური ტრანსპორტი, განსაკუთრებით საბაგირო, არ არის მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა. ეს არის აუცილებელი, მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ და თან სათანადო ხარისხით. ეს პროექტი საჭიროებიდან გამომდინარე განხორციელდა“. – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.