LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგები-წყნეთის 10 კილომეტრიან მონაკვეთზე სანათი წერტილების მოწესრიგების სამუშაოები დასრულდა

25

ბაგები-წყნეთის 10 კილომეტრიან მონაკვეთზე სანათი წერტილების მოწესრიგების სამუშაოები დასრულდა. ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასა და “სინათლის ქალაქის” დირექტორ ვასილ ხორავასთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნულ მონაკვეთზე 260 გარეგანათების ბოძი შეიღება. სანათი ბოძების სამღებრო სამუშაოებზე “სინათლის ქალაქის” 30 თანამშრომელი და 12 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. სანათი წერტილების მოწესრიგების სამუშაოები ზაფხულში დაიწყო.

დავით ნარმანიას თქმით, სამუშაოების დაწყებიდან დღემდე დედაქალაქის მასშტაბით, სულ 8 000-მდე სანათი წერტილი შეიღება.
“სამუშაოები კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული რესურსით, კიდევ 7 000-ზე მეტი სანათის შეღებვას შევძლებთ.

ამინდის შესაბამისად, მაქსიმალური დატვირთვით ვიმუშავებთ, რომ დედაქალაქი უფრო მეტად გალამაზდეს”, – განაცხადა ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები