თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი “იმედის” ხუთი აღსაზრდელი შეუძლოდ გახდა. აღნიშნულის გასარკვევად ადგილზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე ადგილზე იმყოფება.
როგორც “ფორტუნას” ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება, მათგან სამი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ორი მშობლებმა სახლში წაიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რა არის შემთხვევის მიზეზი, ვირუსული ინფექცია, თუ საკვებით ინტოქსიკაცია. როგორც სააგენტოში აცხადებენ, საკვების სინჯები უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიულ შემოწმებაზე.