ლონდონში BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის ხელოვნების აკადემიამ წელს 71-ედ გამოავლინა ბოლო პერიოდის საუკეთესო მსახიობები, რეჟისორი, სცენარისტი და რა თქმა უნდა, თავად ფილმი.
საღამოს ტრიუმფატორი მარტინ მაკდონაჰის „სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან, მისური“ გახდა, რომელმაც აქამდე სხვა პრესტიჟული პრემიები, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის და სხვა პრემიები მოიპოვა. „ოსკარზე“ კი ის შვიდ ნომინაციაზეა წარდგენილი.
რეჟისორული ნამუშვრისთვის გილერმო დელ ტორო დააჯილდოვეს ფილმით „წყლის ფორმა“. „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ გარი ოლდმენი („ბნელი დროები“),
ხოლო „საუკეთესო მსახიობი ქალი“ ფრენსის მაკდრომანდი („სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“) გახდა.
„საუკეთესო ფილმი“ – „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“
„საუკეთესო ბრიტანული ფილმი“ – „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“
„საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ – „მოახლე“, რეჟისორი პაკ ჩხან-უკი
„მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“ – სემ როკუელი, „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“
„ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“ – ელისონ ჯენი, „მე, ტონია“
„საუკეთესო ორიგინალური სცენარი“ – „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“
„საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“ – „შენი სახელით მომმართე“
„საუკეთესო ოპერატორული ნამუშვარი“ – „სამართებელზე მორბენალი 2049“
„საუკეთესო მონტაჟი“ – „ბეიბი დრაივერი“
„საუკეთესო გრიმი“ – „ბნელი დროები“
„საუკეთესო ანიმაციური ფილმი“ – „კოკო“
„საუკეთესო მუსიკა“ – „წყლის ფორმა“
„საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“ – „სამართებელზე მორბენალი 2049“
„საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ – „მე არ ვარ შავკანიანი“
„ამომავალი ვარსკვლავი“ (მაყურებელთა რჩეული) – დენიელ კალუია.