LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BAFTA 2017: გამარჯვებულთა სრული სია

103

ლონდონში BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონია დასრულდა, რომელიც წელს უკვე 70-ედ გაიმართა. ღონისძიების ფავორიტი მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ გახდა, რომელმაც 5 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მთავარი: „საუკეთესო ფილმი“ და „საუკეთესო მსახიობი ქალი“ – ემა სტოუნი. მისი კოლეგა, რაიან რეინოლდსი, რომელიც ასევე წარდგენილი იყო ნომინაციაზე „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“, ჯილოდს გარეშე დარჩა. ამ კატეგორიაში ფილმის „მანჩესტერი ზღვასთან“ მთავარი როლის შემსრულებელმა, კეისი აფლეკმა გაიმარჯვა.

კინოს განვიტარებაში შეტანილი წვლილისთვის კომედიური მსახიობი და რეჟისორი, მელ ბრუკსი დაჯილდოვდა. პრემია მას პრინცმა უილიამმა გადასცა, რომელიც ცერემონიას კეიტ მიდლტონთან ერთად ესწრებოდა.

~

BAFTA 2017-ის გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი – „ლა ლა ლენდი“

საუკეთესო ბრიტანული ფილმი – „მე, დენიელ ბლეიკი“

საუკეთესო უცხოური ფილმი – „საულის შვილი“

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი– კეისი აფლეკი, „მანჩესტერი ზღვასთან“

საუკეთესო მსახიობი ქალი – ემა სტოუნი, „ლა ლა ლენდი“

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი – დევ პატელი, „ლომი“

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – ვიოლა დევისი, „წინაღობები“

საუკეთესო რეჟისორი – დემიენ შაზელი, „ლა ლა ლენდი“

საუკეთესო ორიგინალური სცენარი – „მანჩესტერი ზღვასთან“

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი – ლუკ დეივისი, „ლომი“

საუკეთესო კომპოზიტორი – ჯასტინ გურვიტცი, „ლა ლა ლენდი“

საუკეთესო მონტაჟი – „სინდისის ქენჯნა“

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინერი – მედლენ ფონტეინი, „ჯეკი“

საუკეთესო გრიმი/ვარცხნილობა – „ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი“

საუკეთესო ანიმაციური ფილმი – „ქუბო. ლეგენდა სამურაიზე“

საუკეთესო ხმა – „ჩამოსვლა“

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები – „ჯუნგლების წიგნი“

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „მეცამეტე“

ამომავალი ვარსკვლავი – ტომ ჰოლანდი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები