ცნობილი ქართველი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაშია. ბრიტანული გამოცემა Sunday Times 2021 წლის რეტინგს აქვეყნებს, სადაც გუდავაძე 63-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 2,65 მილიარდ ფუნტი სტერლინგადაა შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ ინა გუდავაძე რეიტინგში ერთადერთი ქართველია. ის Sunday Times-ის ამავე რეიტინგში 2017 წელს 196-ე ადგილზე იმყოფებოდა. მისი ქონება მაშინ Sunday Times-ს 650 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეაფასა.
ცნობისთვის, გამოცემა Sunday Times ყველაზე მდიდარი ბრიტანელების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს.