Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მერებაშვილს პატიმრობა შეეფარდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მერებაშვილს პატიმრობა შეეფარდა

111

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მერებაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გაჟღერდა.

ბრალდებული გიორგი მერებაშვილის თქმით, ის არ იცნობს არცერთ პირს, ვინც მის წინააღმდეგ საქმეზე ჩვენებას აძლევს და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა იჯდეს ციხეში.

„თქვენ მიერ ჩამოთვლილი პირები ჩემთვის უცნობია და საერთოდ არ ვიცნობ მათ. უკანონო არაფერი ჩამიდენია არასდროს. რაც შეეხება მიმალვას, რატომ უნდა მივიმალო? ვისაც ოპერატიულ საქმიანობასთან და ძებნილებთან ჰქონია შეხება, იცის, რომ მიმალვაში ყოფნა ძალიან დიდ მატერიალურ სახსრებს მოითხოვს. მე კი ასეთი სახსრები არ გამაჩნია,“ – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

საქართველოს პროკურატურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნა. მთავარი პროკურატურის ცნობით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერაბაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავას და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.