„ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო დამოკიდებულება ვნახეთ, რაზეც იუსტიციის მინისტრი არის პასუხისმგებელი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, იუსტიციის მინისტრი არ აღიარებს შეცდომებს, რაც არის სისტემაში, რომელსაც თვითონ წარმოადგენს.
„დაუშვებელია ყოფილი პრეზიდენტის ასეთი თრევა და შემდეგ იატაკზე დაგდება, რაც არ უნდა აგრესიულად იყო განწყობილი მის მიმართ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს უსმენენ.